BRICS ნავთობის ექვს წამყვან ექსპორტიორ ქვეყანას სთხოვს, შეუერთდნენ ბლოკს, რათა გაზარდოს თავისი წონა და გლობალური გავლენაც გააფართოოს.
BRICS-ის ბლოკში მიიწვიეს საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე, არგენტინა, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
სამიტის საბოლოო დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერები BRICS-ის გაფართოებაზე იოჰანესბურგში, 23 აგვისტოს გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ. თუ ნავთობის უდიდესი ექსპორტიორები შეთავაზებას დათანხმდებიან, ეს იქნება ალიანსის პირველი გაფართოება 2010 წლის შემდეგ.
რა არის BRICS
BRICS არის ხუთი სახელმწიფოს ალიანსი. ბლოკში გაერთიანებული არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
ორგანიზაცია 2006 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაარსდა.
ახალი წევრების ბლოკში გაერთიანება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება. ამ შემთხვევაში, მათი რაოდენობა თერთმეტამდე გაიზრდება.
ანგარიშში მიუთითეს, რომ ამ სიას შესაძლოა, შეუერთდნენ სხვა აფრიკული ქვეყნებიც.
საინტერესოა, რომ BRICS-ში გაწევრიანების სურვილი სულ 23 ქვეყანამ გამოთქვა.
BRICS-ის სამიტს, რომელიც სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში 22-25 აგვისტოს იმართება, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები ესწრებიან, ხოლო რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.