Booking Holdings-მა გასული წლის ფინანსურ პრობლემებს თავი დააღწია და პირველ კვარტალში მოგებაზე გავიდა. იანვარ-მარტში მისი შემოსავალი გაიზარდა 40%-ით – $3,78 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგებამ $266 მილიონი შეადგინა.
გასული წელი კომპანიამ $700 მილიონის ზარალით დაასრულა.
კომპანიის პორტალზე მთლიანი ჯავშნების რაოდენობა (გაუქმებული ჯავშნების გამოკლებით) კვარტალში 44%-ით გაიზარდა და $39,4 მილიარდს მიაღწია. დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 274 მილიონამდე გაიზარდა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
კომპანიის აქციის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20%-ით არის გაზრდილი.