Boeing 17 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.
Boeing-ის აქციები ორშაბათს დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა ხარჯების შემცირების შესახებ. ასეთი რადიკალური ზომები მიიღო აგვისტოში კომპანიაში მისულმა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კელი ორტბერგმა.
ორტბერგმა თანამშრომლებისთვის მიწერილ მემორანდუმში აღნიშნა, რომ კომპანია „მომავალ თვეებში“ შეამცირებს თავისი მუშახელის დაახლოებით 10%-ს, 17000 ადამიანს და გადადებს პირველი 777x თვითმფრინავის გაშვებას.