ავიალაინერების წარმოების გიგანტი Boeing ვარაუდობს, რომ ავიაპარკში შემავალი თვითმფრინავების რაოდენობა მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება.
2022 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ექსპლუატაციაში სულ 24 500 თვითმფრინავი იყო. ამერიკული მწარმოებელი ვარაუდობს, რომ 2042 წელს ჰაერში უკვე 48 575 თვითმფრინავი იქნება.
ამის მისაღწევად კი ყველა მწარმოებელს 42 595 ახალი თვითმფრინავის აწყობა დასჭირდება, რომელთაგან ნახევარი არსებული თვითმფრინავების ჩასანაცვლებლად იქნება საჭირო.
ახალი თვითმფრინავების 33%-ს ჩრდილოეთ ამერიკა გამოიყენებს, 22%-ს – აზია-წყნარი ოკეანე, 21%-ს – ევრაზია, 20%-ს – ჩინეთი.
Boeing-ის კონკურენტმა Airbus-მა განაცხადა, რომ 2042 წლისთვის მსოფლიო ავიაპარკში თვითმფრინავების რიცხვი 46 560 მიაღწევს.
Boeing-ის პროგნოზით, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ პერიოდში საშუალო კლასში 500 მილიონით მეტი ადამიანი იქნება, რაც საჰაერო მოგზაურთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.