Boeing Co-მ (BA.N) ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს აშშ-ის არმიასთან 184 მოიერიშე შვეულმფრენის დამზადებაზე. კომპანიას ასეთივე შეთანხმება აქვს სხვა საერთაშორისო მომხმარებლებთან, მათ შორის ავსტრალიასთან. კონტრაქტის ღირებულება $1,9 მილიარდია და სამომავლოდ, დამატებითი კონტრაქტებით, შეიძლება $3,8 მილიარდსაც გადააჭარბოს.
მოიერიშე შვეულმფრენების გარდა, Boeing ამერიკის ჯარს ასევე, აწვდის საწვრთნელ მოწყობილობებს, სათადარიგო დებულებებს, დამხმარე და სატესტო აღჭურვილობის კომპლექტებს, საველე ინჟინერიას.
AH-64-ს გააჩნია ცხვირზე დამონტაჟებული სენსორული სისტემა სამიზნის აღმოჩენისთვის და ღამის ხედვის მოწყობილობა. შვეულმფრენი შეიარაღებულია 30 მილიმეტრიანი კალიბრის M230 ტყვიამფრქვევით, AGM-114 Hellfire და Hydra 70 სარაკეტო მოწყობილობებით, რომლებიც ფრთების პილონებზეა განთავსებული.
AH-64-ს გააჩნია შვეულმფრენისა და მისი ეკიპაჟის დაცვის მაღალი შესაძლებლობა ავარიისას.
AH-64-ის ძირითადი მომხმარებელი აშშ-ის არმიაა, თუმცა, იგი წარმოადგენს მთავარ შემტევ შვეულმფრენს კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის არიან ისრაელი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები.