ლარი დოლარის მიმართ დღის განმავლობაში გაუფასურებას აგრძელებს და Bloomberg-ის სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი უკვე 2.6780 ლარად ივაჭრება
დღეს დილით სავალუტო ვაჭრობა 2.6461 კურსით დაიწყო და ამ მომენტისთვის ლარი დოლარის მიმართ უკვე 3,19 თეთრით არის გაუფასურებული.
ლარის კურსი გაუარესებულია კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებშიც, სადაც 1 აშშ დოლარის ფასი 2.69- 2.74 ლარს შორის მერყეობს.