მობილური ოპერატორი ბაზარზე ამიერიდან ახალი სახელით სელფი მობაილის (CEllfie) სახელით გააგრძელებს ოპერირებას.
კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, სელფის შექმნა ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ განაპირობა.
სელფი მობაილის გენერალური დირექტორის – ვასილ ბერიშვილის თქმით, ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა, მომხმარებლს ჰქონოდა წვდომა ყველა ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მათი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას.
კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებელს საუკეთესო და მასზე მორგებული მომსახურებას შესთავაზებს.
სელფის განმარტებით, მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ძალაში რჩება ავტომატური განახლებაც.