პარასკევი, მაისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

BBC ქოლცენტრებზე მომზადებულ გამოძიებას აქვეყნებს

ავტორი Nato
10:45, 14 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
გაზიარებაგაზიარება
BBC

BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო ფილმი, რომელიც შეეხება ქოლცენტრების თაღლითურ ქსელს, რომლის სათავეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.

ჟურნალისტი სიმონა ვაინგლასი გამოძიებას წელიწადზე დიდხანს აწარმოებდა. ფილმი თაღლითების ქსელს რამდენიმე ქვეყანაში მიჰყვება, მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთსა და საქართველოში.

რესპონდენტები არიან MIlton Group-ის ყოფილი თანამშრომელი, გერმანელი გამომძიებელი, ჟურნალისტები და თაღლითების მსხვერპლები.

ჟურნალისტი ექსპერიმენტისთვის თავად უკავშირდება ქსელში ჩართულ ერთ-ერთ კომპანია Coinevo-ს, დეპოზიტზე ათავსებს $500-ის ღირებულების ბიტკოინს და მიჰყვება იმ გზას, რასაც თაღლითობის მსხვერპლები გადიან.

ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩანს, რომ თაღლითურმა ჯგუფმა 2017 წლიდან მოყოლებული ერთ მილიარდ დოლარამდე მიითვისა.

MIlton-ის ქსელში 152 ბრენდია. ამ ბრენდების ერთმანეთთან კავშირი დგინდება იდენტური ვებსაიტების, გვერდებისა და კოდების მეშვეობით.

ფილმში მხილებულია ქსელში ჩართული კომპანიების დირექტორები და ნაჩვენებია მათი კავშირი დავით კეზერაშვილთან.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია დავით თოდუა, რომელსაც ერთ-ერთ კორპორაციულ წვეულებაზე MIlton-ის „დამაარსებელ მამას“ უწოდებენ. დავით თოდუას ქოლცენტრი ჰქონდა კიევშიც, რომელიც MIlton-ის ბრენდის – EverFX-ის გაყიდვებს ემსახურებოდა. რუსეთის უკრაინაში შეიჭრის შემდეგ ქოლცენტრმა საქმიანობა თბილისში გააგრძელა.

თბილისი BBC-ის გამოძიების მნიშვნელოვანი ხაზია. სიმონა ვაინგლასს iFact-ის გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე ინფორმაციას აწვდის ერთ-ერთი მოქმედი თაღლითური კომპანიის – MG Capital-ის შესახებ, რომლის დამაარსებელიც დავით თოდუას პარტნიორი იოსებ მგელაძეა.

იოსებ მგელაძე MG Capital-თან ერთად სხვა კომპანიასაც ფლობს, რომლის თანადამფუძნებლები რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი არიან. რატი ჭელიძე ფლობდა კომპანია Naspay-ს, რომელიც MIlton ბრენდებს ტექნიკურ უზრუნველყოფას უწევდა. ეს კომპანია მან დავით თოდუას მიჰყიდა.

იოსებ მგელაძის, რატი ჭელიძის, გურამ გოგეშვილის და მაიკლ ბენიმინის საქმიანი პარტნიორობა პანამის დოკუმენტებშიც ჩანს. მათ კომპანიებს საერთო მისამართი აქვთ – პიქსელის შენობა ჭავჭავაძეზე.

ათასობით დოკუმენტის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიების დიდი ნაწილი დარეგისტრირებული ან დაფუძნებულია დავით კეზერაშვილის მიერ. BBC მას მეტსახელით „მისტერ ოფშორი“ მოიხსენიებს.

BBC-ის ჟურნალისტი გერმანული და ქართული პოლიციის მიერ თბილისში ჩატარებულ ქოლცენტრების რეიდსაც დაესწრო. რეიდის შემდეგ იოსებ მგელაძემ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი კომპანია მხოლოდ ფართის გაქირავებით იყო დაკავებული და კავშირი არ ჰქონდა ქოლცენტრების მუშაობასთან. თუმცა, იოსებ მგელაძე ამ კომპანიის დამაარსებლად არის გაფორმებული და ის ადასტურებს დავით კეზერაშვილთან მეგობრობას. ამბობს, რომ ნამდვილად იყო მის საინვესტიციო კომპანია უნივერსალ კაპიტალ გრუპში. მგელაძე ამბობს, რომ არასოდეს უარყოფს დათო კეზერაშვილთან მეგობრობას. ისევე, როგორც ქართული ოცნების ბევრ მაღალჩინოსანთან.

კეზერაშვილი დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელიც EverFX-ს ფლობდა.

კეზერაშვილის კომპანიებისა და EverFX და MIlton Group-ის ქსელში შემავალ სხვა კომპანიებს საერთო მეილსერვერები აქვთ.

კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, სადაც მთავარი ქოლცენტრი იყო განლაგებული.

კეზერაშვილის ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, რომ ის MIlton-ის მინიმუმ 45 მაღალჩინოსანთან მეგობრობს. მაიკლ ბენიმინი კი მისი ბიძაშვილია.

კეზერაშვილმა, ჭელიძემ, გოგეშვილმა და მგელაძემ BBC-ისთან უარყვეს თაღლითობის სქემასთან რაიმე კავშირი. მაიკლ ბენიმინმა ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.

თეგები: BBCMiltonMilton groupდავით თოდუადავით კეზერაშვილითაღლითობასიმონა ვაინგლასიქოლცენტრების საქმე

დაკავშირებული სიახლეები

ქოლ ცენტრები, დავიტ კეზერაშვილი
საზოგადოება

FSB აცხადებს, რომ რუსეთში გამოავლინა დავით კეზერაშვილის „ქოლ-ცენტრების” ქსელი

11:01, 9 დეკემბერი, 2024
კიბერთაღლითობა
ბანკები და ფინანსები

ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

18:34, 1 აპრილი, 2024
თბილისში დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნაქირავებ ბინებს აგირავებდნენ – თაღლითები 123 540 ლარს დაეუფლნენ
საზოგადოება

თბილისში დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნაქირავებ ბინებს აგირავებდნენ – თაღლითები 123 540 ლარს დაეუფლნენ

11:56, 3 ოქტომბერი, 2023
დონალდ ტრამპი
საზოგადოება

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო

10:37, 27 სექტემბერი, 2023

ბოლო სიახლეები

ამერიკის ხმა

ტრამპის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სათავო ოფისს ყიდის

51 წუთი-ის წინ
ბიზნესდაჯილდოება 2025, თიბისი

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

1 საათის-ის წინ
ფულადი გზავნილები, ჩანაწერები კრედიტინფოში

აპრილში Western Union-ით გადმორიცხვები 48%-ით გაიზარდა

2 საათის-ის წინ
სესხები, საკრედიტო ლიმიტი, მისო

დღეიდან მიკროსაფინანსოების მსესხებლებისთვის საკრედიტო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა

2 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved