ბრიტანული საბანკო გიგანტი Barclays ხარჯების შემცირების მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს. ფინანსურ კონგლომერატს ხარჯების შემცირება $1,25 მილიარდით სურს, რაც 2000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Barclays-ის მენეჯმენტი ბანკის მომგებიანობის გაზრდაზე მუშაობს. ამისთვის კი კადრების შემცირება იქნება საჭირო.
Barclays ბოლო წლებში ხარჯების შემცირებას თანამშრომლებისთვის ბონუსების შემცირებით ცდილობდა. მან ასევე სცადა სამუშაო ადგილების შემცირებაც. მაშინ თანამშრომლები საცალო და საინვესტიციო საბანკო ბიზნესიდან გაუშვეს.