iPhone-ის გლობალური გაყიდვები პირველ კვარტალში 9.6%-ით დაეცა, რაც Apple-ის პრობლემების კიდევ ერთი ნიშანია.
ეს იმ დროს, როცა მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვები 7,8%-ით გაიზარდა, რადგან ჩინელმა მწარმოებლებმა მიწოდება გაზარდეს.
კერძოდ, ჩინელმა მწარმოებლებმა Xiaomi-მა და Transsion-მა გაყიდვები შესაბამისად, 34%-ით და 85%-ით გაზარდეს, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
სამხრეთ კორეულმა Samsung-მა პირველ კვარტალში 10 მილიონი ერთეულით აჯობა Apple-ს და დაიბრუნა სმარტფონების ყველაზე დიდი მიმწოდებლის სტატუსი, რომელიც 2023 წლის ბოლოს დათმო.
მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ არც Samsung-ს ჰქონდა კარგი მაჩვენებლები, თუმცა, ის მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
iPhone-ის უახლესი კვარტალური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ გაყიდა $69,7 მილიარდის ტელეფონი სამ თვეში.
Apple-ის iPhone-ების გაყიდვები ჩინეთში, მის მთავარ სარეალიზაციო ბაზარზე თებერვალში, მოსალოდნელზე მეტად დაეცა.
Apple წელს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ცნობილია, კომპანიამ უარი თქვა თავის ძვირადღირებული ელექტრომობილების პროექტზეც.