2023 წლის ბოლოს Apple-მა გადაუსწრო Samsung-ს და მსოფლიო ბაზრისთვის ტელეფონების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ეს კომპანია IDC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.
მისი წინასწარი გათვლებით, Apple-მა გასულ წელს 234,5 მილიონი ტელეფონი, ხოლო Samsung-მა 226,6 მილიონი გაყიდა.
ხუთეულში ასევე მოხვდა სამი ჩინური კომპანია – Xiaomi (145,9 მილიონი), Oppo (103,1) და Transsion (94,9 მილიონი).
IDC აღნიშნავს, რომ ბოლოს Samsung რეიტინგში 13 წლის წინ – 2010 წლამდე ლიდერობდა. შემდეგ სამხრეთ კორეულ კომპანიას Nokia-მ გადაუსწრო, რომელმაც იმ წელს 453 მილიონი მოწყობილობა გამოუშვა, ხოლო Samsung-მა – 280,2 მილიონი.
2022 წელს რეიტინგის პირველი ნომერი Samsung გახდა 262,2 მილიონი სმარტფონით, Apple-ის მაჩვენებელი 226,3 მილიონი იყო.
IDC Worldwide Tracker აღნიშნავს, რომ პირველი სამეულის მწარმოებლებიდან Apple არის ერთადერთი კომპანია, რომელიც „ყოველწლიურად აჩვენებს დადებით ზრდას“. ეს განაპირობა კომპანიის მიერ მეტი პრემიუმ მოწყობილობის გამოშვებამ, რომლებიც ახლა ბაზრის 20%-ზე მეტს იკავებს.