30 ივნისს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ღირებულება 1%-ით $190,73-მდე გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ ნიშნულს – $3 ტრილიონს გადასცდა.
Apple-ის ღირებულებამ ერთი წლის განმავლობაში 30%-ით მოიმატა, რაც კომპანიის მიმართ მაღალ ნდობასა და რეალიზაციის მაღალ მაჩვენებლებს უკავშირდება, ძირითადად კი – iPhone-ების გაზრდილ გაყიდვებს.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის საბაზრო ფასმა უკვე მეორედ გადააჭარბა $3 ტრილიონს. პირველად ეს მოხდა 2022 წლის 3 იანვარს, მაგრამ შემდეგ, ფასმა დაიწია და IT გიგანტმა სავაჭრო დღე $3 ტრილიონზე ნაკლები კაპიტალიზაციით დაასრულა.
Apple პირველი კომპანიაა, რომელიც ასე ძვირად შეფასდა.
მისი უახლოესი კონკურენტი კაპიტალიზაციის ზომით, Microsoft-ია, რომლის ღირებულება თითქმის $500 მილიონით ნაკლებია.
ყველაზე ძვირფასი კომპანიების Top 3-ში ნავთობის გიგანტი Saudi Aramco-ც შედის.
NVIDIA მე-6 პოზიციაზეა ტრილიონ დოლარზე ცოტა მეტი კაპიტალიზაციით.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Apple-ის აქციების ზრდა კვლავაც გაძვირდება, ხოლო კომპანიის კაპიტალიზაცია მომდევნო ორი წლის განმავლობაში $4 ტრილიონს მიაღწევს.
ანალიტიკოსებიApple-ის ახალ iPhone 15-ს წარმატებულ გაყიდვებს უწინასწარმეტყველებენ.
Apple-ის მთავარი პრეზენტაცია ტრადიციულად სექტემბერში უნდა გაიმართოს. iPhone 15 სმარტფონთან ერთად, კომპანია Watch Series 9-ს, iPad Pro-ს და ახალი კომპიუტერების პრეზენტაციას ამზადებს.