Apple 9 სექტემბერს iPhone-ის ახალ მოდელს ტრადიციულ ყოველწლიურ პრეზენტაციაზე წარადგენს. ღონისძიების თარიღი კომპანიამ 26 აგვისტოს დააზუსტა და ის ადრე ნათქვამი 10 სექტემბრიდან ერთი დღით წინ გადმოიტანა.
შესაძლებელია, რომ ამავე დღეს მოხდეს ჭკვიანი საათების და AirPods ყურსასმენების პრეზენტაცია.
კომპანია ახალი სმარტფონების გაყიდვების დაწყებას 20 სექტემბერიდან გეგმავს.
Apple-ს სიახლეები აქვს Mac მოდელებთან დაკავშირებითაც. კომპანია აქტიურად ახორციელებს ოთხი ახალი Mac-ის ტესტირებას.ახალი მოდელები აღჭურვილი არიან M4 პროცესორებით, რათა უზრუნველყოს მათი თავსებადობა სხვა გარე აპლიკაციებთან. როგორც წესი, Mac-ის ახალ მოდელებს კომპანია iPhone-ის პრეზენტაციიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უშვებს.
რა ეღირება iPhone 16?
წინაწარი ინფორმაციით, iPhone 16-ის მოდელებზე ტიტანის ჩარჩო უფრო იაფი იქნება ვიდრე iPhone 15 Pro და Pro Max, რაც პოტენციურად გამოიწვევს ხარჯების დაზოგვას მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, კომპანია ახალ სმარტფონებზე წინა მოდელის ფასს შეინარჩუნებს. iPhone 16 Pro Max-ის ღირებულება $1,199 იქნება – ზუსტად იმდენი, რამდენიც Apple-ის ბოლო მოდელი, iPhone 15 Pro Max-ი ღირს.
რა მახასიათებლები ექნება iPhone 16-ს?
წინაწარი ინფორმაციით, ჩვეულებრივ iPhone 16-ს და 16 Plus-ს ექნებათ უფრო დიდი ეკრანები. iPhone 16 Pro იქნება 6,27 დიუმიანი დისპლეით, ხოლო iPhone 16 Pro Max-ს -6,85 დიუმიანი დისპლეი. ასევე, შეცვლილი იქნება ფოტოს გადაღების ღილაკი და ის პრეცესს გაადვილებს.
ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა კომპანიას Apple Intelligence-ს ახალ მოდელებში. წყაროები ირწმუნებიან, რომ ამ ფუნქციის დასანერგად კომპანია ამ ეტაპზე მზად არაა.