Apple-მა ოფიციალურად გააუქმა კონტრაქტები რუსეთიდან ვოლფრამის, ტანტალის (Ta) და ოქროს შესყიდვის შესახებ „ამერიკის მთავრობის მოთხოვნით”.
კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ის ჯერჯერობით იღებს ვოლფრამს მოსკოვის მოლირენის ქარხნიდან.
რუსული ლითონების გამოყენებას აგრძელებს სამხრეთ კორეული Samsung.
კომპანია ყიდულობს ვოლფრამს, ოქროს და ტანტალს. იმის მიუხედავად, რომ უარი თქვა ქვეყნისთვის თავისი პროდუქციის მიწოდებაზე.
როგორც ირკვევა, რუსული ქარხნები ლითონებს Apple-სა და Samsung-ს პირდაპირ არ აწვდიან. ნედლეული რუსეთიდან ყაზახეთში გადის და იქიდან იყიდება. ლითონების რეექსპორტი ხორციელდება ინდოეთიდან და ჩინეთიდანაც.
რუსული ლითონების ძირითადი შემსყიდველები ამჟამად ჩინური კომპანიები არიან, რომლებიც შემდგომ ნედლეულს სხვადასხვა ქარხანაზე ყიდიან.