დიახ, სწორედ ამ ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან – სტივენ ვოზნიაკთან ერთად შექმნა სტივ ჯობსმა Apple-ის პირველი კომპიუტერი. Apple-ის დაარსების ისტორია დღეს ისე გამოიყურება, როგორც ლეგენდა, რომელიც ფილმებშია ასახული.
სწორედ ეს იყო Apple-ის პირველი „კამპუსი“.
Apple Park კი Apple-ის დღევანდელი სათავო ოფისია, რომელიც 700 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზეა განლაგებული. მრგვალი ფორმის ნაგებობა კალიფორნიის შტატში, ძველ ოფისთან ახლოს მდებარეობს.
შენობა Apple-ის დიზაინის, მწვანე ენერგიისა და ტექნოლოგიების სიმბოლოა.
იდეალური ადგილია შემოქმედებითობისა და ინოვაციებისთვის. ლანდშაფტი და შენობა ქმნიან ერთ მთლიანობას. სტივ ჯობსის თეატრი, ფიტნეს და ველნეს ცენტრი, ვიზიტორთა ცენტრი და სამხრეთ პარკინგი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, 9000-ზე მეტი ხე, ბაღები, მდელოები, სპორტული მოედნები, ტერასები და იზოლირებული აუზი – ეს ყველაფერი შემოსაზღვრულია პარკით და აერთიანებს სოციალიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მუშაობის იდეას.
Apple Park შექმნილია გარემოსა და პერსონალზე ზრუნვის იდეით. კამპუსის ენერგიის წყარო 100%-ით განახლებადია.
მშენებლობის პროცესი 6 წელს გაგრძელდა და დაახლოებით $5 მილიარდი დაჯდა.
ოფისი 12 000 თანამშრომელს იტევს.
Apple Park-ის იდეა სტივ ჯობსს ეკუთვნის, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გააჟღერა. მისი სურვილი იყო, Apple Park ქცეულიყო ინოვაციური იდეების გენერირების ადგილად.
Apple-ის სათავო ოფისის დიზაინზე Foster+Partners-ის დიზაინერები მუშაობდნენ. შენობა მსოფლიოში შუშის ყველაზე დიდი ნაგებობაა.