ჩინეთის მთავრობის მიერ საჯარო სამსახურების თანამშრომლებისთვის iPhone-ის აკრძალვის შემდეგ Apple-ის აქციები ეცემა.
ბოლო ორი სავაჭრო დღის განმავლობაში, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 6%-ზე მეტი კლება განიცადა, რაც დაახლოებით, $200 მილიარდის ზარალს ნიშნავს.
ჩინეთი Apple-ის სიდიდით მესამე ბაზარია. 2022 წელს კომპანიის მთლიან შემოსავლებში ჩინეთის გაყიდვების წილი 18%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, Apple-ის პროდუქციის უმეტესი ნაწილი, მისი ძირითადი მიმწოდებლის – Foxconn-ის მიერ ჩინეთში იწარმოება.
პეკინმა ცენტრალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს აუკრძალა iPhone-ების ოფისებში სამუშაო მიზნით გამოყენება.
Bloomberg News-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს აკრძალვა შესაძლოა გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოებისა და მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლებზეც.