Apple-ის პირველი საცალო მაღაზია 18-მილიონიან მუმბაიში ამ თვეში გაიხსნება.
აქამდე კომპანია ინდოეთში თავის პროდუქციას მხოლოდ ონლაინპლატფორმებზე ყიდდა. სმარტფონები იყიდებოდა ასევე გადამყიდველების მეშვეობით. მაღალი ფასების გამო, Apple ინდოეთის სმარტფონების ბაზრის მხოლოდ 3%-ს იკავებს.
Apple-ს ადრეც უნდოდა ინდოეთში საცალო მაღაზიის გახსნა, მაგრამ დაბრკოლებები შეექმნა, შემდეგ კი გეგმები COVID-19-ის პანდემიის გამო გადაედო.
ინდოეთი ასევე, სულ უფრო მეტად ხდება Apple-ის საწარმოო ბაზა, რადგან Apple-ის ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის iPhone-ები, აწყობილია ქვეყანაში კონტრაქტორების, ტაივანის ელექტრონიკის მწარმოებლების – Foxconn-ისა და Wistron Corp-ის მიერ. Apple ასევე გეგმავს iPad-ებისა და AirPods-ის აწყობას ინდოეთში.
Apple-ის პირველი საცალო მაღაზია მდებარეობს 18-მილიონიანი მუმბაის Reliance Jio World Drive სავაჭრო ცენტრში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ძვირადღირებული ტანსაცმლისა და საიუველირო ბრენდები.
კაშკაშა განათებული მაღაზია შთაგონებული იყო მუმბაისთვის დამახასიათებელი, უნიკალური kaali-peelis ტაქსების ხელოვნებით, რაც შავი და ყვითელი ფერების ექსტერიერს აღნიშნავს.