რა არის კომპანიის წარმატების მიზეზი
Airbnb-ის ახალი ფინანსური ანგარიში კომპანიის შემოსავლების ზრდას აჩვენებს. 2022 წლის მე-4 კვარტალში კომპანიამ $319 მილიონის მოგება მიიღო, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია წინა წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელზე. სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდეს კომპანიას ბოლო კვარტალში მოლოდინზე მაღალი, $1.9 მილიარდიანი ბრუნვა ჰქონდა.
პოზიტიურმა ინფორმაციამ Airbnb-ის აქციის ფასი თითქმის 21%-ით გაზარდა. ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) 25 ცენტიანი პროგნოზის ნაცვლად 48 ცენტი იყო, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია. Airbnb-ის მენეჯმენტი 2023 წელსაც დადებითი მოლოდინები აქვს და ბრუნვა $1.75-$1.82 მილიარდის ფარგლებში იქნება. კომპანია აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ყველა მიმართულებით მატულობს, განსაკუთრებით ინტენსიური კი ზრდა გრძელი დისტანციის საერთაშორისო ვიზიტების სეგმენტშია.