Adidas-მა ბიონსესთან კონტრაქტი გაწყვიტა, ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო, ხოლო მიზეზი „შემოქმედებითი განსხვავებები” გახდა.
Wall Street Journal წერს, რომ კომპანია არ იყო კმაყოფილი ახალი კოლექციის Ivy Park-ის გაყიდვებით, რომელსაც ბიონსე წარმოადგენდა.
ეს მეორე გახმაურებული განხეთქილება იქნება, Adidas-ისა და კანიე ვესტის დაშორების შემდეგ, რომელთან ურთიერთობაზე ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა უარი მისი ანტისემიტური კომენტარების გამო თქვა.
Adidas-ს ბიონსესთან კონტრაქტი 2019 წლის აპრილიდან ჰქონდა.