Adidas აპირებს Yeezy-ის მოდელის სპორტული ფეხსაცმლის დარჩენილი მარაგი გაყიდოს და შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გულდენმა განაცხადა.
რეპერ კანიე უესტთან თანამშრომლობით შექმნილი სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები გასული წლის ოქტომბერში შეწყდა. ამავდროულად, სპორტული პროდუქციის მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელმა გაწყვიტა კონტრაქტი უესტთან მისი ანტისემიტური განცხადებების გამო.
გიულდენმა თქვა, რომ Yeezy-ს გაუყიდველი მარაგის ღირებულება €1 მილიარდზე მეტია.
კომპანია დიდხანს ფიქრობდა, პროდუქცია გაენადგურებინა თუ გაეყიდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ სპორტული ფეხსაცმლის რეალიზაცია მოხდება და თანხა ჩაერიცხება ორგანიზაციებს, რომლებსაც უესტის ანტისემიტური კომენტარებით ზიანი მიადგათ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან Adidas-ის აქციების ფასი 31%-ით არის გაზრდილი.