შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

A კატეგორიის ტაქსებზე ნებართვების ძველი წესით გაცემა შეწყდა

ავტორი Nona
12:09, 20 მარტი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
A კატეგორიის ტაქსებზე ნებართვების ძველი წესით გაცემა შეწყდა

ფოტო: on.ge

გაზიარებაგაზიარება

ნებართვების ახალი სქემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება 

დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსებზე ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა. ხოლო 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება ნებართვების გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმად, უვადო ნებართვები მხოლოდ ერთჯერადად გაიცემა. აღნიშნული ნებართვების გაყიდვა, ყიდვა, იჯარით გაცემა ნებართვის მფლობელს თავად შეეძლება. ეს ნებართვები მოქალაქეებს საკუთრებაში მუდმივად დარჩებათ და შემდეგ შეეძლებათ გადაწყვიტონ, თვითონ გააგრძელონ მუშაობა, ნებართვა იჯარით გადასცენ სხვას, თუ გაყიდონ.

მძღოლები, რომლებმაც 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს.

თბილისის მერია  A კატეგორიის ნებართვას ახალი სისტემით გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით.

ნებართვის მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.

A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელი დარჩება. კერძოდ, ერთწლიანი ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარს. ელექტრომობილებისთვის 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნებართვა უფასოა.

გადასახადი დღიურად გადანაწილდება. კერძოდ, სტანდარტული საფასური ერთ კალენდარულ დღეში 0,27 ლარია. ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახადი, დღეში 0,13 ლარია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება ან/და მძღოლი, საფასური  დღეში 3 ლარია.

რეფორმა A კატეგორიის მძღოლებისთვის არ ითვალისწინებს რაიმე დამატებითი გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. ამასთან, რეფორმის ფარგლებში არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარიც.

რაც შეეხება B კატეგორიას, მასთან დაკავშირებული ნებართვები უცვლელი დარჩება.

შეგახსენებთ, A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე იღებს.

თეგები: თბილისის მერიატაქსის ნებართვები

დაკავშირებული სიახლეები

გადახდის აპარატები ავტობუსში
საზოგადოება

საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის გამო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატები გაითიშა

12:49, 24 იანვარი, 2025
თბილისის მერია, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი,
საზოგადოება

თბილისის მერიის 150-ზე მეტი თანამშრომელი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

20:18, 30 ნოემბერი, 2024
ლაფე მზიური, თბილისის მერია, აუქციონი,
საზოგადოება

კაფე „მზიურს” თბილისის მერია აუქციონზე ყიდის

15:12, 12 სექტემბერი, 2024
თბილისის მერია, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი,
საზოგადოება

თბილისში, ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებებს მოქალაქეები ახალ მისამართზე მიიღებენ

13:24, 8 ივლისი, 2024

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved