დღევანდელი, 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 0.40 თეთრით გამყარდა და აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5731 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი მცირედით, 0.01 თეთრით, გამყარდა ევროს მიმართ და 1 ევროს ფასმა 2.8909 ლარი შეადგინა.
0.94 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულებამ 3.3684 ლარი შეადგინა.
ერთი თურქული ლირა 9.78 თეთრი ღირს.