სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 2 884 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ $17.3 მილიონი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 678 ტონით (2.4-ჯერ), ხოლო ღირებულება $10 მილიონით (2.4-ჯერ) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 730.9 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (39.7 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (20.9 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (5.7 ტონა), ქუვეითში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.9 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (3.0 ტონა).