რუსეთის ცენტრალური ბანკის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში რუბლი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების კალათის მიმართ 3%-ით გაუფასურდა.
სულ 2023 წლის იანვარ-ივნისში რუბლის რეალური ეფექტური კურსი 20,3%-ით არის შემცირებული.
2023 წლის ივნისში რუბლი დოლართან მიმართებაში კიდევ 5%-ით დაეცა და 6 თვის განმავლობაში 21,4%-იანი ვარდნა დააფიქსირა. გასულ თვეში რუსული რუბლი 4,4%-ით დაეცა ევროსთან მიმართებაში და იანვარ-ივნისში 22,8%-ით არის გაუფასურებული.
რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსის ვარდნის ფონზე ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ვარაუდობს.
ბანკის პროგნოზით, მოთხოვნის ზრდისა და საქონლის მარაგების კლებასთან ერთად, სუსტი რუბლის ეფექტი უფრო მეტად იმოქმედებს ფასებზე და მის ზრდას გამოიწვევს.