რის ხარჯზე იზრდება შემოსავლები
2022 წელს, როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლების ზრდის ტემპი შენელდა წინა წლებთან შედარებით.
კერძო სექტორის შემოსავლები 5.1%-ით, 312.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საჯარო სექტორის შემოსავლები წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 2022 წელს 489.8 მილიონი ლარი შეადგინა.
კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდის შენელება უკავშირდება 2022/23 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სტუდენტების რაოდენობის 4.8%-იან კლებას.
კერძო უნივერსიტეტებში საშუალო შემოსავალმა ერთ სტუდენტზე 4,850 ლარი შეადგინა 2022 წელს; 3,400 ლარი იყო 2015 წელს.
წამყვანი კერძო უნივერსიტეტების მომგებიანობის მარჟები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. პანდემიის მიუხედავად, EBITDA მარჟა 36.9%-ს, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 29.3%-ს შეადგენდა 2021 წელს.
კერძო სექტორის შემოსავლის ზრდა განპირობებულია საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით.
კერძო უნივერსიტეტების შემოსავალი 82.9 მლნ ლარიდან 312.1 მლნ ლარამდე გაიზარდა 2011-22 წლებში.
უმაღლესი განათლება საქართველოში ძირითადად ჯიბიდან გადახდებით (out-of-pocket) ფინანსდება, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება კვლავ დაბალია.
კერძო სექტორში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 2,250-30,000 ლარს შორის. გამოკითხული უნივერსიტეტების უმრავლესობაში (52.4%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს.
უცხოელი სტუდენტები
უმაღლესი განათლების სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა (25.1 ათასამდე) 2010-22 წლებში და მათი წილი 15.2%-ს შეადგენს. სტუდენტების უმეტესობა ინდოეთიდან (52.1% 2022/23 წლებში), იორდანიიდან (8.7%) და ისრაელიდანაა (5.5%).
უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (74.6%) კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს 2022/23 წლისთვის.
ჯანდაცვისა სამაგისტრო პროგრამები კვლავაც ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სტუდენტებს შორის 2022/23 წლებში (ჩარიცხულთა 88.1%).