Galt&Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ კერძო სკოლებში ჩარიცხვები და სწავლის საფასური იზრდება.
2022 წელს კერძო სკოლების საშუალო შემოსავალმა ერთ მოსწავლეზე 4,500 ლარი შეადგინა, რაც 40%-იანი ზრდაა 2015 წლის შემდეგ (საშუალოდ 3 200 ლარი იყო).
კერძო სექტორის შემოსავლები საშუალო წლიურად იზრდებოდა 12.7%-ით 2010-22 წლებში, რაც განპირობებული იყო როგორც მოსწავლეების, ასევე სწავლის საფასურის ზრდით.
ზრდა შენელდა 2021-22 წლებში, რაც აიხსნება პანდემიის დროს მოსწავლეთა საჯარო სკოლებში გადინებით.
სკოლების შემოსავლები მოწმობს, რომ კერძო სკოლების ბიზნესი მომგებიანია
Top 15 კერძო სკოლის მომგებიანობის მარჟები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება – EBITDA (მოგება გადასახადების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯის გამოკლებით) მარჟა 24.5%-ს, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 22.7%-ს შეადგენდა 2021 წელს.
კერძო სექტორში ჩარიცხვები და სწავლის საფასური მზარდია, რაც მომხმარებლის აღქმით, კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება.
Galt&Taggart მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება გაზრდილი ურბანიზაციის, საშუალო შემოსავლების ზრდის და პოზიტიური დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით.
Top 10 სკოლა შემოსავლების მიხედვით (2021 წელი):
- ევროპული სკოლა – 18,157 მილიონი ლარი
- ახალი სკოლა – 14,148 მილიონი ლარი
- თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა – 13,924 მილიონი ლარი
- შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა – 8,704 მლნ. ლარი
- გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია – 6,927 მლნ. ლარი
- ბრიტანულ ქართული აკადემია – 6,769 მლნ. ლარი
- წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა – 5,967 მლნ. ლარი
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა – 5,495 მლნ. ლარი
- ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – 5,319 მლნ. ლარი
- მწიგნობართუხუცესი – 4,691 მლნ. ლარი
კერძო სკოლებში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 1 000-20 000 ლარს შორის. გამოკითხული სკოლების უმრავლესობაში (36.9%) წლიური გადასახადი 2 500-5 000 ლარს შეადგენს.
სკოლების საერთო რაოდენობაში კერძოს წილი 9,4%-ია.