თბილისში საცხოვრებელ ბინებზე ფასები იზრდება. ამასთან, ყველა უბანში ყველაზე მაღალი ზრდა თეთრ კარკასზე ფიქსირდება.
ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულმა უძრავი ქონების ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საცხოვრებელი ფართის ფასი ყველაზე მაღალია ვაკეში, სადაც ერთი კვადრატული თეთრი კარკასის ღირებულებამ საშუალოდ 46%-ით მოიმატა, 1 200$-დან 1 752$-მდე(2022 წლის იანვარ-სექტემბერი). აღსანიშნავია, რომ ვაკეში კარკასის ყველა მდგომარეობაზე უმაღლესი ფასი ფიქსირდება.
ვაკის შემდეგ, ფასების მატება ყველაზე მეტად კრწანისსა და საბურთალოზე შეინიშნება. ამასთან, თბილისის საცხოვრებელი ფართის ფასი მით უფრო მაღალია, რაც ნაკლებია ჩაბარებამდე დარჩენილი დრო.