„უკრაინამ არ იცის, რა პირობებს უყენებენ NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
„პრობლემა სწორედ ეს არის. ანუ როდის შესრულდება პირობები? რა პირობებია? როგორ არის ისინი ჩამოყალიბებული? კიდევ ერთხელ, ჩვენი პოზიცია ასეთია: უკრაინის ნატოს წევრად მიწვევისთვის ყველა პირობა არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. მათი პოზიციაა, რომ არის გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა კულებამ.
მან დაადასტურა, რომ უკრაინის ალიანსში მოწვევის მთავარი ოპონენტები არიან შეერთებული შტატები და გერმანია.
„ვიცი კულისებში მომხდარის ბევრი ნიუანსი, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ სიტყვა „მოწვევა“ საერთოდ ყოფილიყო ტექსტში. არა იმ ფორმულირებით, რომელიც ჩვენ გვაკმაყოფილებს, მაგრამ პრინციპულად ყოფილიყო,“ –განაცხადა მინისტრმა.