ევროპის გაზის ბაზრის დაკარგვის გამო, რომელიც გაზპრომის ექსპორტის თითქმის 80%-ს შეადგენდა, რუსეთის ბიუჯეტს 2023 წელს $28 მილიარდის შემოსავალი დააკლდა.
ზარალი ანალიტიკურმა კომპანია Vygon Consulting-მა გამოთვალა.
გაზპრომის გათვლებით, კომპანია წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით $90 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს.
რუსეთის ხელისუფლება აპირებს, ბიუჯეტში დანაკლისი ჩინეთში გაზის ექსპორტის გაზრდით და გაზპრომისთვის საგადასახადო ტვირთის მომატებით აანაზღაუროს.
თუმცა, ჩინეთში მხოლოდ 22 მილიარდი კუბური მეტრი აირის ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც 8-ჯერ ნაკლებია, ევროკავშირში გაყიდულ გაზთან შედარებით (170-180 მილიარდი კუბური მეტრი 2017-2019 წლებში). ეს ევროპაში გაზის ექსპორტიდან დაკარგული შემოსავლების მეოთხედზე ნაკლებია.
2023 წლის პირველ ნახევარში გაზპრომმა ევროპაში მხოლოდ 12,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა და თუ ასე გაგრძელდება, ექსპორტის წლიური მოცულობა დაახლოებით 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რაც ყველაზე მცირე მოცულობაა ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
გაზპრომმა აღიარა, რომ გასულ წელს კომპანიამ გაზის მოპოვება 20%-ით შეამცირა და 412,6 მილიარდი კუბური მეტრია.