უკრაინელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, – ასეთია გამოკითხვის მონაცემები, რომელიც გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ (UNHCR) გამოაქვეყნა.
კვლევის მონაცემების მიხედვით, UNHCR-ის მიერ ევროკავშირის ქვეყნებსა და მოლდოვაში გამოკითხული ლტოლვილების 76% და იძულებით გადაადგილებული უკრაინელების 82% გეგმავს ან იმედოვნებს საკუთარ სახლებში სამუდამოდ დაბრუნებას.
უკრაინელების დაბრუნების მთავარი ფაქტორი უსაფრთხოების საკითხია – ამას საზღვარგარეთ ლტოლვილთა 90% და იძულებით გადაადგილებულ პირთა 95% მიუთითებს. სხვა ფაქტორებთან ერთად, მათ აღნიშნეს სახლების ხელმისაწვდომობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, სამუშაოს ხელმისაწვდომობა და ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა.
UNHCR-ის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელების დიდი ნაწილი და დევნილთა დაახლოებით 50% ერთხელ მაინც დაბრუნდა სახლში.