ნოვაია გაზეტას ჟურნალისტმა ელენა მილაშინამ 5 ივლისს მოსკოვის კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა. მას თავის ტვინის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. ასევე, ხელებზე აქვს მრავლობითი (14-მდე) მოტეხილობა და რბილი ქსოვილების სისხლჩაქცევები.
მილაშინას 4 ივლისს გროზნოსკენ მიმავალ გზაზე თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტს და მასთან ერთად მყოფ ადვოკატს თავზე იარაღები მიადეს და მოკვლით დაემუქრნენ.
მილაშინას გადამტვრეული აქვს თითები. თავდამსხმელებმა მას თმები გადაპარსეს და მწვანე სითხე გადაასხეს.
საგამოძიებო კომიტეტმა დაგვიანებით, გუშინ, დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს სამუშაოები“. ჟურნალისტებთან თქვა: „უბრალოდ დაველოდოთ”.