აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ იენს სტოლტენბერგის ვადის დასრულების შემდეგ NATO-ს მომავალ გენერალურ მდივნად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა დაინიშნოს.
ამის შესახებ The Telegraph წერს.
როგორც გამოცემა წერს, შეერთებულმა შტატებმა მხარი ლაიენს დაუჭირა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის კანდიდატურა დაიწუნა.
აშშ-ის პრეზიდენტი სტოლტენბერგის მემკვიდრესთან დაკავშირებული დისკუსიების დროს NATO-ს ხელმძღვანელობაზე ფონ დერ ლაიენის დარწმუნებას ცდილობდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პოტენციურ მემკვიდრეთა სიაში მოხვედრა. თუმცა, მისმა სპიკერმა თქვა, რომ ის „არ არის მზად ამ საქმიანობისთვის, არც ახლა და არც მომავალში”.
გამოცემა წერს, რომ პირად საუბარში ფონ დერ ლაიენმა ბაიდენს უთხრა, რომ მომავალ წლამდე მაინც ვერ დაიკავებს ალიანსში რაიმე თანამდებობას.
ცნობისთვის, 4 ივლისს NATO-მ კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა სტოლტენბერგს უფლებამოსილება ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რადგან მოკავშირეები მემკვიდრის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ.
სტოლტენბერგს ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა. მას მანდატის გაგრძელება არ სურდა.