Georgian Airways რუსებისთვის ტრანზიტულ რეისებს მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით იწყებს.
კომპანიის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ 5 ივლისიდან ამოქმედდება ტრანზიტული რეისი კოტ დ‘აზურის მიმართულებით, თბილისიდან გადაჯდომით.
ფრენები საფრანგეთში კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება.
ოთხშაბათის რეისზე ბილეთის ფასი $535-დან იწყება, შაბათობით ფრენა -$633-დან.
შეგახსენებთ, Georgian Airways-მა გაზარდა პირდაპირი რეისების რაოდენობა მოსკოვსა და თბილისს შორის.
უკრაინამ Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, მოსკოვთან ფრენების აღდგენის გამო სანქციების განახლებულ სიაში შეიყვანა.