ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გადავადებას უარყოფითად აფასებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ იმედგაცრუებული არიან ელექტროენერგიის ბაზრის გადავადებით, რადგან მისი ამუშავება „მნიშვნელოვანი ეტაპია ენერგეტიკის სექტორის რეფორმასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბირჟის გადავადება უარყოფითად შეაფასა ენერგეტიკულმა გაერთიანებამაც.
„ბოლო გადავადება და წინა შეფერხებები, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე, იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სექტორში ინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა ელექტროენერგიის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ფუნქციური შიდა ბაზრის არსებობა”, – აღნიშნავს ენერგეტიკული გაერთიანება.
როგორც ცნობილია, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა.
მთავრობა ბირჟის გადავადების მიზეზად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს ასახელებს, რის გამოც ელექტროენერგიის ფასების პროგნოზი რთულია.