მსოფლიოს წამყვანმა საერთაშორისო ტრეიდერებმა Cargill-მა, Viterra-მა და Louis Dreyfus-მა რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტეს და რუსეთის ბაზარი დატოვეს.
გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი ივლისიდან შევიდა.
ამ სამი კომპანიის წილი რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტში 16%-ს შეადგენდა.
რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი მიაჩნევს, რომ უცხოური კომპანიების გასვლით რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტს პრობლემები არ შეექმნება, რადგან მათ ადგილს სახელმწიფო კომპანიები დაიკავებენ.
თუმცა, აღიარებენ, რომ ეს რუსეთის ბაზარზე კონკურენციას შეზღუდავს, რადგან საერთაშორისო კომპანიები ფერმერებს კონკურენტულ ფასს სთავაზობდნენ.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, მარცვლეულის ექსპორტი 2022/2023 წელს 55 მლნ ტონას გადააჭარბებს.