Georgian Airways და რუსული ავიაკომპანია Azimuth მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან.
Azimuth, კვირაში 7-ის ნაცვლად, 14, ანუ დღეში ორ რეისს შეასრულებს.
კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways და მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე კვირაში 24 რეისამდე გაიზრდება.
ავიაკომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე დამატებითი ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. რეისები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.
Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენები 20 მაისს დაიწყო.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა 15 მაისიდან გააუქმა.
საქართველოს მთავრობამ პუტინის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებას „მორიგი პროვოკაცია“ უწოდა და მოქალაქეებს Georgian Airways-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
უკრაინამ Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, რუსეთში ფრენები განახლების გამო, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.