პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $333.4 მლნ-ით გაიზარდა (დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილების გამო ზრდა $284.8 მლნ) და 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, $23.9 მილიარდი (61.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 90.2%-ია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ. (27.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 40.6%-ია.
- სამთავრობო სექტორის ვალი – $8.2 მლრდ-ს (21.0 მლრდ ლარი; მშპ-ის 31%);
- ეროვნული ბანკის ვალდებულებები – $908.9 მლნ (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 3.4%);
- სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები – $434.2 მლნ(1.1 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.6%) და $1.2 მლრდ (3.1 მლრდ ლარი; მშპ-ის 4.6%);
- საბანკო სექტორის – $6.5 მლრდ (16.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 24.4%);
- სხვა სექტორების – $4.8 მლრდ (12.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 18%);
- კომპანიათშორისო ვალი – $3.5 მლრდ (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ის 13.4%).
საგარეო ვალის 88.7% უცხოური ვალუტაშია დენომინირებული.
მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის(საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.