გასულ წელს საქართველოში ხორცპროდუქტების იმპორტი 32.5%-ით გაიზარდა და $25.1 მილიონი შეადგინა.
ზრდა უმეტესად ხორცის კონსერვების იმპორტის ხარჯზე მოხდა. 2022 წელს საქართველოში $15 მილიონის ღირებულების ხორცის კონსერვი შემოიტანეს.
მნიშვნელოვნად – 37,5%-ით არის გაზრდილი ძეხვეულის იმპორტიც. გასულ წელს სულ ქვეყანაში $11 მილიონის ძეხვეულის იმპორტი განხორციელდა.
თითქმის 15%-ითაა გაზრდილია ამ პროდუქტების ფასიც და საშუალო ფასი $3,9-ს შეადგენს.
Galt&Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში განსაკუთრებით მზარდია თევზის კონსერვის ფასი. ასევე, გასულ წელს საგრძნობლად მოიმატა მოშუშული ხორცის კონსერვის ფასმა.
გაიზარდა ხორცპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან – მისი წილი მთლიან იმპორტში 13%-ს შეადგენს (რუსეთიდან იმპორტის ზრდის ხარჯზე შედარებით შემცირდა ადგილობრივი წარმოების წილი).
იგივე რაოდენობის ხორცპროდუქტების იმპორტი განხორციელდა უკრაინიდან. სიდიდით მესამე იმპორტიორი ქვეყანა ავსტრიაა 12%-იანი წილით, მეოთხეზე სომხეთია 11%-ით და შემდეგ ბელორუსი 10%-ით.
სულ ძეხვეულისა და გადამუშავებული ხორცპროდუქტების მოხმარებამ საქართველოში 2022 წელს 43.6 მლნ კგ შეადგინა. მოხმარებული ხორცპროდუქტების 46% ძეხვეულზე მოდის.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, ხორცპროდუქტების მოხმარება 2023-27 წლებში საქართველოში 8%-ით გაიზრდება. მოთხოვნის განმსაზღვრელი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და ტურიზმის ზრდა.