ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნების ბანკებს, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ რუსეთში, დააჩქარონ გასვლა ამ ბაზრიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ევრობანკის სამეთვალყურეო საბჭომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ბანკების ნელი მოქმედებით, რუსეთის ბაზრის დატოვების პროცესთან დაკავშირებით.
ECB-მა მოუწოდა ამ ბანკებს, რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში თავიანთ მმართველ ორგანოებს ბიზნესის შემცირების, გასვლის სტრატეგიისა და პროგრესის შესახებ.
ECB-ის ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა ბანკებმა 2022 წელს რუსეთში საკრედიტო პორტფელი 37%-ით შეამცირეს და ეს პროცესი გასული წლის ბოლოს დაჩქარდა.
რუსეთის ბაზარზე ამ დრომდე რჩება ავსტრიული Raiffeisen Bank International, იტალიური UniCredit და უნგრულ OTP ჯგუფი.
მარტში Raiffeisen Bank International-მა განაცხადა, რომ რუსეთში თავის ბიზნესს გაყიდის,
როგორც ცნობილია, 23 მარტს კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ Raiffeisen Bank International ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა.