ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან დამატებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: მთაწმინდის რაიონში – ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში – კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია; ჩუღურეთის რაიონში – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია.
ადგილობრივი მცხოვრებლები უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში 1-ელი სექტემბრიდან შეძლებენ.