თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი იყენებს, დღეს დილით, მინსკის მახლობლად, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн ავრცელებს.
FlightRadar-ის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 7:58 საათზე იმავე აეროდრომზე კიდევ ერთი საქმიანი თვითმფრინავი დაეშვა, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა.
მანამდე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი RA-02795 ვაგნერის ამბოხის შემდეგ დონის როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა.
ადრე ამ თვითმფრინავს რეისები აქვს შესრულებული იმ ქალაქებში, სადაც პრიგოჟინი მაისსა და ივნისში იყო ჩასული.
აღნიშნული თვითმფრინავი 2019 წელს აშშ-ის სანქციების სიაში შეიყვანეს პრიგოჟინთან კავშირის გამო, ხოლო 2020 წელს მან ახალი რეგისტრაცია აიღო.
ვაგნერის მეთაურის ზუსტი ადგილსამყოფელი ამბოხის შემდეგ უცნობია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა. ზოგიერთი მედია ასევე იუწყებოდა, რომ პრიგოჟინი როსტოვიდან სანქტ-პეტებურგში გაფრინდა.