ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მაისის თვეში ჯამურად 959.72 მლნ ლარის კრედიტი გასცეს, რაც 2.14%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელზე.
სულ მაისის ბოლოს ბანკების საკრედიტო პორტფელმა 45.73 მლრდ ლარი შეადგინა.
მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 286.06 მლნ ლარით (1.14%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 673.66 მლნ ლარით (3.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.55%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.45 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.34%-ით მეტი).
2023 წლის მაისის განმავლობაში 2.18%-ით, ანუ 525.43 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 24.68 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის მაისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.34% პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.14%-ით).