კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის – კახა ბექაურის განცხადებით, გასულ წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 350 ათასი აბონენტით, ანუ 9,3%-ით მეტია. კომისიის მონაცემებით, 2021 წელს მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობდა.
ბოლო 5 წელიწადში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 8.6% იყო.
2022 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, 3%-ით მეტია.