კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა პარლამენტს საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის – Log in Georgia-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
პროგრამა მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის ინტერნეტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის, ოუფენ ნეტმა ქობულეთში 50 კილომეტრამდე ოპტიკური ქსელი მოაწყო.
ასევე, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე აშენდა 140-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.
ქსელის მშენებლობა დაწყებულია ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით.
ეს ერთობლივად არის 570-კილომეტრიანი ხაზი, რომელიც 68 ათასი ადამიანისთვის ინტერნეტის მიყვანას გულისხმობს.