ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მხარი ნათია თურნავას დაუჭირა.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კანონის თანახმად, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის – კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, აღნიშნული თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილი იკავებდა.
აღნიშნული თანამდებობა პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაამტკიცა.
მანამდე ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. .
სებ-ის 9-წევრიან საბჭოში ამჟამად შვიდი წევრია. მათგან სამი ვიცე-პრეზიდენტია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. ოთხი კი, არააღმასრულებელი წევრია – ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი.