რიკოთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ისევ შეჩერებულია. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მოძრაობის აღდგენის ზუსტ დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვერ ასახელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.