მოლდოველი ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.
ფერმერების პროტესტის მიზეზი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტია. ისინი უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში შეტანის აკრძალვას ითხოვენ.
ფერმერები, ამავე დროს, მთავრობისგან ჰექტარზე 3000 ლეის (დაახლოებით $660) კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ.
„ყურადღებას არ გვაქცევენ ან ცარიელი დაპირებებით გვკვებავენ. მზად ვართ მოქმედებისთვის“, –აცხადებენ მოლდოვის ფერმერთა ასოციაციაში.
ფერმერებს სურთ, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ვითარება პრეზიდენტ მაია სანდუსთან განიხილონ.