ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება აღარ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს საკითხი დახურულია და ამის შესახებ მან „უცხოელ მეგობრებსაც“ დაუდასტურა.
„ეს კითხვა მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მათ ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი პოზიცია, რომ ქართული ოცნება არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.