პირველი ციფრული ბანკი – პეისერა ბანკი საქართველო სატესტო რეჟიმიდან რეალურ რეჟიმზე, მომხმარებლის მომსახურებაზე გადადის.
ციფრულმა ბანკმა ეროვნული ბანკისგან შესაბამისი ნებართვა 2023 წლის 15 ივნისს მიიღო.
იგი კომერციული ბანკის ლიცენზიით განსაზღვრულ სერვისებთან ერთად, მომხმარებელს ევროპულ ფინტეკ პროდუქტებსაც შესთავაზებს.
პეისერა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორის – დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ბანკი მომხმარებელს ერთ სივრცეში გაუხსნის ევროპულ და ქართულ საერთაშორისო საბანკო ანგარიშებს (IBAN-ს) და მათ დაბალ საოპერაციო ტარიფს შესთავაზებს. გადარიცხვა EUR-ში ევროპაში მხოლოდ €7 ეღირება, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.
როგორც ციფრული ბანკი, მისი მოსახურების ძირითადი არხები Paysera Supper App და ინტერნეტბანკი იქნება,
ბანკს თბილისში მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებისთვის ანგარიშების გახნას 26 ივნისიდან დაიწყებს.
ბანკი 2024 წლიდან კრედიტების გაცემას გეგმავს.