საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის I კვარტალში 6.8%-ით განისაზღვრა.
2023 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14%),
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2%),
- მშენებლობა (15.1%),
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5%),
- განათლება (13.4%)
- და ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2%)
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
-
- დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6%),
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7%),
- სამთომოპოვებითი მრეწველობა(-10.8%),
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3%);
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3%).
მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.4%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (7.9%), მშენებლობა (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9%), განათლება (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5%).